,, ნორჩ მოგზაურთა" კლუბი

      ლოგო: 
სლოგანი: ,,გვიყვარდეს და დავიცვათ დედა-ბუნება".

უკვე სამი წელია, რაც სსიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქ. წნორის #1 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს ,, ნორჩ მოგზაურთა" კლუბი.კლუბის დაარსებისთანავე სკოლის ფეისბუქ გვერდის საშუალებით  ვაცნობეთ სასკოლო საზოგადოების წევრებს მისი  ფუნქციონირების შესახებ, ჩავატარეთ გარკვეული კამპანია კლუბის ცნობადობის გაზრდის მიზნით.  თვალსაჩინო ადგილას ბანერებზე გამოვაკარით განცხადებები კლუბის მიზნების შესახებ. გვქონდა ინდივიდუალური საუბრები მოსწავლეებთან კლუბის საქმიანობის გაცნობისა და მათი დაინტერესების მიზნით. გავაცანით სამუშაო გეგმა და ვისაუბრეთ რა მოლოდინები უნდა ჰქონოდათ ამ კლუბის არსებობის მანძილზე. კლუბის  საქმიანობა შესაბამისობაშია ეროვნულ სასწავლო გეგმასთან. მოსწავლეთა მოტივაცია და მუშაობის ხალისი ყოველწლიურად იზრდება. კლუბის თემატური გეგმა  მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით ერთობლივად  იქმნება. ბვშვები დიდი მონდომებით არიან ჩართულნი კლუბის საქმიანობაში.

1.მოსწავლეთა თვითმმართველობის გაერთიანებული ოქმი.

2. კლუბის წესდება.

3.კლუბის ჩასატარებელი ღონისძიებები.

4.კლუბის თემეტურ-კალენდარული გეგმა.

5. კლუბის კონცეფცია.

Комментариев нет:

Отправить комментарий