ჩემ შესახებ

Tamriko Zedelashvili-ს ფოტო.

მოგესალმებით, მე თამარ ზედელაშვილი ვარ. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ქ. წნორის#1 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მენტორი მასწავლებელი.  პედაგოგიური მუშაობის 34 წლის გამოცდილება მაქვს. ამ ხნის მანძილზე  არაერთი თაობა გამოვზარდე და ჩემი მოსწავლეებისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მუდმივად ვზრუნავ ჩემს პროფესიულ განვითარებაზე და ვიყენებ კოლეგების უკუკავშირს.  მიყვარს ჩემი საქმიანობა, სკოლა და ჩემი აღსაზრდელები. ვცდილობ, ვიყო მათთვის მისაბაძი პიროვნება და განსაკუთრებული წვლილი შევიტანო მომავლის მშენებელი თაობის აღზრდაში. ვარ სერთიფიცირებული პედაგოგი გეოგრაფიაში, ბუნებისმეტყველებასა და სამოქალაქო განათლებაში. მიყვარს სიახლეები და ვცდილობ ფეხი ავუწყო მას. ვკითხულობ და ვეცნობი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ დაგეგმილ ინიციატივებს და ვცდილობ მოვარგო ჩემს პედაგოგიურ საქმიანობას. მაქვს ხშირი კავშირი პედაგოგებთან ურთიერთდახმარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით. მინდა ვიყო წარმატებული პედაგოგი და მყავდეს ბევრი მადლიერი აღზრდილი და აღსაზრდელი.


                                 

5 комментариев:

  1. ჩემი საყვარელი ადამიანი და მისაბაძი პედაგოგი <3

    ОтветитьУдалить
  2. ძალიან საინტერესო და მრავლის მომცველი ბლოგია. სიამოვნებით ვურჩევ ყველას აქ შემოსვლას

    ОтветитьУдалить
  3. ძალიან საინტერესო ქალბატონი ბრძანდებით, დიამოვნებით წავიკითხავ თქვენს სტატიებს ბლოგზე.

    ОтветитьУдалить
  4. Этот комментарий был удален автором.

    ОтветитьУдалить